четверг, 22 декабря 2016 г.

სიახლე რომელიც პრაქტიკოს მასწავლებლებს შეეხება

პრაქტიკოსი მასწავლებელი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს უვადოდ/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებამდე. უფროსი სტატუსის მოსაპოვებლად პრაქტიკოსს სქემა ორ გზას სთავაზობს.
პირველი გზა
პრაქტიკოსმა 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს უფროსი მასწავლებლების სტატუსის მისაღებად.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების სავალდებულო აქტივობებია:
  1. 2 საგაკვეთილო დაკვირვება, რომელსაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი ჯამურად მოიპოვებს 4 კრედიტქულას,  ერთი საგაკვეთილო დაკვირვება 2 კრედიტქულა.
  2. საგნისა და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება ტესტით
15 კრედიტქულის მოსაპოვებლად მასწავლებელი ვალდებულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია ერთჯერადად დაადასტუროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტებით. მასწავლებელს საშუალება ეძლევა კრედიტქულები საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით სრულად ან ნაწილობრივ დააგროვოს.
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია ცხრილში #1
თუ მასწავლებელმა საგნობრივ ან პროფესიულ ტესტში მოაგროვა ჯამური ქულის 81-90 % მას დამატებით 2 ბონუსი მიენიჭება, ხოლო 91-100%-ის დაგროვების შემთხვევაში 4 ბონუსი. აღნიშნული ბონუსები ცხრილში მითითებულ კრედიტქულებად აისახება და მასწავლებლებს ეხმარება უფროსი მასწავლებლის სტატუსის დაჩქარებულად მიღწევაში.
თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი სავალდებულო აქტივობებით  სრულად ვერ დააგროვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღწევისთვის საჭირო 19 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს  პროპორციულად შესაბამისი მიმართულების აქტივობებით  - N1 ცხრილიდან.
II გზა:
პრაქტიკოს მასწავლებელს, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოიპოვებს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში;
ბ) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში.
გ)პრაქტიკოსმასწავლებელს, რომელიც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
http://liberali.ge/articles/view/26648/mastsavlebelta-profesiuli-ganvitarebis-sqema--saboloo-versia

воскресенье, 25 сентября 2016 г.

მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი შეიცვალა–რა წერია განახლებულ კითხვარში

ოქმის შაბლონი კრედიტების მინიჭებაზე

თვითშეფასების კითხვარი 2016-2017სასწავლო წელი

среда, 6 апреля 2016 г.

შეფასების ჯგუფის ტრენინგი

შეფასების ჯგუფის საყურადღებოდ
2016 წლის 9 და 10 აპრილს 10 საათზე თელავის N5 საჯარო სკოლაში ტარდება ტრენინგი.ტრენინგის ხანგრძლივობა 4 საათია.დასწრება სავალდებულოა თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე.
ჯგუფის წევრები :
1.ლია ლეშკაშელი
2.დალი დვალი
3.ია კოკოშაშვილი
4.კახაბერ ესიტაშვილი
5.ნინო ფიდატოვი
6.მაია მოსიაშვილი
ფასილიტატორი-ზეინაბ კაკალაშვილი


воскресенье, 20 марта 2016 г.

საქმე რომელიც ძალიან მიყვარს

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე
      მე გახლავართ ზეინაბ კაკალაშვილი,თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის კოორდინატორი.ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველთვის ვცდილობ ჩემი საქმე მაქსიმალურად ხარისხიანად შევასრულო.
       ფასილიტატორის პორტფოლიოში მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს მიერ შექმნილი სხვადასსხვა აქტივობები  და სამინისტროს მიერ მოწვდვილი რესურსები.


იმედია მოგეწონებათ,ველი თქვენგან რჩევას.