понедельник, 6 ноября 2017 г.

კლუბის მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტაცია

უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების/აქტივობების ჩამონათვალში ერთ-ერთ აქტივობად მითითებულია საკლუბო საქმიანობა. 

1 კრედიტქულა მიენიჭება მასწავლებელს, რომელიც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის კლუბის კურატორი.

საქმიანობის შეფასების  მაქსიმალური  ქულაა  10.  იმისათვის,  რომ  კურატორმა  მასწავლებელმა  მიიღოს  1  კრედიტქულა,  მან  უნდა დააგროვოს ქულათა მაქსიმალურირაოდენობა შემდეგი კრიტერიუმებით:

üკლუბის მუშაობის გეგმა სრულყოფილად ასახავს განსახორციელებელი აქტივობების თანამიმდევრობას და მათ შესაბამისობას მიზანთან/მიზნებთან.
üრეფლექსიაში დასაბუთებულია კლუბის დაარსების იდეა, მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა.
üრეფლექსიაში მასწავლებელი აანალიზებს და აფასებს მის მიერ გაწეულ სამუშაოს, წარმოაჩენს, თუ როგორ მოხდა საკლუბო მუშაობით გათვალისწინებული მიზნის/მიზნების მიღწევა.
üრეფლექსიაში აღწერილი და გაანალიზებულია როგორც დამაბრკოლებელი ფაქტორები/რისკები, რომლებსაც შეეძლო გავლენა

კლუბის  კურატორი  მასწავლებელი  ვალდებულია,  კლუბის  დაარსებისთანავე  უზრუნველყოს  სკოლის  ვებ-გვერდზე,  ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე,  ან საკუთარბლოგზე შემდეგი ინფორმაციის განთავსება:

1.   კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
2.   კლუბის წესდება;
3.   კლუბის სამუშაო გეგმა;
4.   განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
5.   სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/ბლოგზე ეტაპობრივად უნდა აიტვირთოს საკლუბო აქტივობების ამსახველიფოტო-/ვიდეომასალა ან მიეთითოს შესაბამისი ბმული.

საბოლოო ჯამში, იმისათვის რომ მასწავლებლის საქმიანობა შეფასდეს შიდა შეფასების ჯგუფის მიერ, მან საკუთარ e-school გვერდზე განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთოსშემდეგი დოკუმენტაცია:

1.   კლუბის განაცხადის ბმული;
2.   კურატორი მასწავლებლის რეფლექსია;


Комментариев нет:

Отправить комментарий